ქეითერინგ კომპანია ,,კომპოტი''

სერვისი ნებისმიერი ტიპის ღონისძებისთვის

კომპანია ,,კომპოტი” გთავაზობთ პერსონალური, კორპორატიული და სხვა ტიპის ღონისძიებების საკვებით უზრუნველყოფას. ფურშეტი, დაბადების დღე, კორპორატიული ღონისძიება, შესვენება ყავაზე – ეს იმ სერვისების მცირე ჩამონათვალია, რისი შემოთავაზებაც შეგვიძლია. დაუკავშირდი ჩვენს კონსულტანტს და მიიღე უფრო მეტი ინფორმაცია.
 

ფურშეტი

ნებისმიერი შეკრებისთვის

დაგეგმე ყველაზე მნიშვნელოვანი დღე კომპოტთან ერთად – ნებისმიერი გემოვნებისთვის გთავაზობთ კომფორტულ, გემრიელ საკვებს და თქვენზე მორგებულ სერვისს.

რაც მთავარია, ჩვენ არ გვაქვს წინასწარ გამზადებული მენიუები – შესაბამის სერვისს გთავაზობთ თქვენი სურვილებიდან, მოთხოვნებიდან და ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე.

კორპორატიული მომსახურება

ყველაფერი თქვენი სურვილის შესაბამისად

განსაკუთრებული შეთავაზება კომპანიებს – სპეციალური მენიუები კვებით უზრუნველყოფისთვის და ლანჩებისთვის. დაუკავშირდი ჩვენს კონსულტანტს და მიიღე შენს კომპანიაზე მორგებული ლანჩ მენიუები და სპეციალური შეთავაზებები. 

ტრადიციული ლანჩ ბოქსები

რაც შენ გულს გაუხარდება

როგორც გვჩვევია – გემრიელი ლანჩების გამოძახება შეგიძლიათ მიტანის სერვისის კომპანიებისგან (Glovo, Wolt, Bolt). საქართველოს რეგიონების გამორჩეული და ავთენტური გემოები არის ის, რაც გამოგვარჩევს. 

ხშირად დასმული შეკითხვები

მარტივად – უკავშირდები ჩვენს კონსულტანტს მობილურზე, მეილზე ან სოციალური ქსელის დახმარებით და ის მიიღებს შეკვეთას.

დიახ, ჩვენს საიტზე შეგიძლიათ დაამატოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტები კალათაში, მიუთითოთ ინფორმაცია შეკვეთის შესახებ და გამოგვიგზავნოთ, რის შემდეგაც ჩვენი მენეჯერი დაამუშავებს მას და დაგიკავშირდებათ შეკვეთის გასაფორმებლად. 

წინასწარ გამზადებული, შაბლონური მენიუები რაოდენობების მიხედვით არ გვაქვს. ყოველთვის ვცდილობთ მომხმარებლის სურვილის და ბიუჯეტის გათვალისწინებით შევადგინოთ სასურველი მენიუ. დაუკავშირდით ჩვენს კონსულტანტს და გამოგიგზავნით თქვენზე მორგებულ შეთავაზებას.

შეკვეთა უნდა გავაფორმოთ მინიმუმ 24 საათით ადრე, თუმცა ხშირად გვაქვს გადატვირთული გრაფიკი, რის გამოც ვერ ვიღებთ შეკვეთებს. ამიტომ უმჯობესია შეგვიკვეთოთ 2-3 დღით ადრე. 

არა, გამზადებული საკვები არ გვაქვს. 

დიახ შეგიძლიათ, სამზარეულო გვაქვს თბილისში, პეკინის გამზირზე 

თანხის ჩარიცხვა ხდება სრულად წინასწარ, 24 საათით ადრე, საბანკო გადარიცხვით. 

დიახ, თითოეულ პროდუქტზე განსაზღვრულია მინიმალური რაოდენობა, რომელიც მითითებულია პროდუქტზე. 

ამ ეტაპზე ჩვენი მომსახურება ფარავს თბილისს და მის მიდამოებს. 

ძირითად შემთხვევაში თბილისის ცენტრალურ უბნებში ტრანსპორტირება არის უფასო. დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ჩვენს კონსულტანტს.