ვაკანსია

მენეჯერი

ვეძებთ პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ მენეჯერს, რომელიც მართავს შეკვეთის სრულ პროცესს — მომხმარებელთან პირველი კომუნიკაციიდან ღონისძიების წარმატებით დასრულებამდე.

Kompoti გუნდი

ვინ ვართ ჩვენ?

კომპოტში გვჯერა, რომ საუკეთესო ღონისძიებებს მხოლოდ კარგი პროდუქტი არ ქმნის — მათ ადამიანები ქმნიან.

ყოველდღიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული გამოცდილება შევქმნათ. ამის უკან კი დგას გუნდი, რომელიც ერთმანეთის მხარდაჭერით, პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით ერთ მიზანს ემსახურება.

თუ ეძებ ადგილს, სადაც შეგიძლია განვითარდე, ისწავლო და შენი წვლილი შეიტანო საერთო წარმატებაში, კომპოტში ყოველთვის მოხარული ვიქნებით შენი გაცნობით.

განაკვეთი Full Time • თვეში 15 სამუშაო დღე
ანაზღაურება 900 ₾ + ბონუსი (%)
სამუშაო რეჟიმი ჰიბრიდული სამუშაო
გრაფიკი მოქნილი გრაფიკი

სრული აღწერა

კომპოტში მენეჯერი არის ადამიანი, რომელიც შეკვეთის მთელ პროცესს მართავს. ის არის მთავარი კავშირი მომხმარებელსა და ჩვენს გუნდს შორის — იღებს შეკვეთებს, აზუსტებს დეტალებს, კოორდინაციას უწევს პროცესებს და ზრუნავს, რომ თითოეული ღონისძიება მაღალი ხარისხით შესრულდეს.

თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ორგანიზებულად მუშაობ, სწრაფად იღებ გადაწყვეტილებებს და სტრესულ გარემოშიც ინარჩუნებ სიმშვიდეს, ეს პოზიცია შენთვისაა.

ძირითადი მოვალეობები

  • მომხმარებელთან კომუნიკაცია
  • შეკვეთების მიღება და დამუშავება
  • შეკვეთების დაგეგმვა და კოორდინაცია
  • სამზარეულოსა და ოპერაციულ გუნდთან კომუნიკაცია
  • მომხმარებელზე ზრუნვა შეკვეთის დასრულებამდე

მოთხოვნები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • კარგი კომუნიკაციის უნარი
  • ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი
  • სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

განაცხადის გაგზავნა

შეავსე ფორმა და გამოგვიგზავნე შენი განაცხადი.